ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "გამარჯვებაზე არ ვფიქრობ, ჩვენ კარგი თამაშის ჩვენება გვჭირდება"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, "ელ კლასიკოს" წინ კომენტარი გააკეთა. 

"გასულ სეზონში "კამპ ნოუზე" საოცარი ბრძოლა გავაჩაღეთ, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ძალიან კარგ ფორმაში ვართ და მატჩს სრული კონცენტრაციით ვხვდებით".

"გვინდა, რომ მაქსიმალურად კარგად ვიასპარეზოთ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. გამარჯვებაზე არ ვფიქრობ, რადგან პირველ რიგში, კარგი თამაშის ჩვენება გვჭირდება. არ მინდა, რომ მატჩის შემდეგომ ვინმემ თქვას, "რეალმა" მაქსიმუმი ვერ აჩვენაო".

"ეს ჩემპიონების შეხვედრაა, სადაც მხოლოდ ღირსეული გაიმარჯვებს". - განაცხადა ზიდანმა. 

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, "ნოუ კამპზე", თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები