ლუის ენრიკე:
Aa
Aa

ლუის ენრიკე: "თუკი წავაგებთ, ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონობას ახლავე ვკარგავთ"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, დღევანდელ "ელ კლასიკოზე" კომენტარი გააკეთა. 

"ყველა ვხედავთ, რომ "რეალი" შესანიშნავ ფორმაშია. გუნდი დაცვაში დიდებულადაა დაბალანსებული და ჩვენ მაქსიმუმის ჩვენება დაგვჭირდება, რათა წარმატებას მივაღწიოთ". 

"რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელთა ტრავმას (იგულისხმება ბეილი), ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ ისეთი კლუბები არიან, რომელთაც არაერთი უმაღლესი დონის შემსრულებელი ჰყავთ. ასე რომ, ამ წუთისათვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია". 

"თუ მეტოქე მოიგებს, ის წინ 9 ქულით გავა, თუმცა სეზონის პირველი ნახევარია და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაშიც კი, რაიმე გადაწყვეტილი იქნება. რა თქმა უნდა, "ბარსასთვის" გამარჯვება პირველი ამოცანაა, თუმცა ამაზე საუბარს, სჯობს ჩვენი ძალა მოედანზე ვაჩვენოთ". - განაცხადა ენრიკემ. 

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, "ნოუ კამპზე", თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები