ხოან ლაპორტა:
Aa
Aa

ხოან ლაპორტა: "რონალდუ "ბარსაში" გადმოსვლასთან ახლოს იყო"!

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ხოან ლაპორტამ, ესპანურ პრესასთან, საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

"2003 წელს, როცა ჩვენ დეკუ შევიძინეთ, მის აგენტთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და გვირჩია, რომ "სპორტინგის" ახალგაზრდა ფეხბურთელზე გვეფიქრა, რომელსაც მისი აზრით დიდი მომავალი ჰქონდა".

"ეს საკითხი სკაუტების საშუალებით კარგად შევისწავლეთ და სულ მალე მოლაპარაკებებიც დავიწყეთ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ტრანსფერი არ შედგა. გაითვალისწინეთ, რომ რონალდუმ "მანჩესტერთან" კონტრაქტი 19 წლისამ გააფორმა, ხოლო იმ პერიოდში ის 17 წლის გახლდათ". - განაცხადა ლაპორტამ, რომელსაც "ბლაუგრანას" პრეზიდენტის პოსტი 2003-2010 წლებში ეკავა. 

 

მომზადებულია sport-english.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები