4 სუპერვარსკვლავი, რომელმაც
Aa
Aa

4 სუპერვარსკვლავი, რომელმაც "შაპეკოენსეში" თამაშის სურვილი გამოთქვა

პორტუგალიური და ბრაზილიური პრესის ცნობით, ცნობილია ის 4 სუპერვარსკვლავი, რომელთაც "შაპეკოენსეში" თამაშის სურვილი გამოთქვეს. 

სულ თავიდან ყველას რონალდინიომ დაასწრო და განაცხადა, რომ იგი მზადაა ამ გუნდში უხელფასოდ ითამაშოს, ანალოგიური ინიციატივა გამოიჩინა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხუან რომან რიკელმემაც.

ხოლო როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბრაზილიური კლუბის დახმარება, კაკასა და დავიდ ვილიასაც სურთ. 

ასე რომ, მომავალი სეზონიდან "შაპეკოენსეს" თამაშებს დიდი ყურადღება დაეთმობა, მით უმეტეს თუკი იქ ისეთი სუპერსტარები ითამაშებენ, როგორებიც 36 წლის რონალდინიო, 38 წლის რიკელმე, 34 წლის კაკა და ასევე 34 წლის დავიდ ვილია არიან. 

 

მომზადებულია zerozero.pt-ისა და mundoejecutivo.com.mx-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები