ვენგერი: ბოლო 3 თვეში საკმაოდ ბევრი ქულა მოვაგროვეთ
Aa
Aa

ვენგერი: ბოლო 3 თვეში საკმაოდ ბევრი ქულა მოვაგროვეთ

მიმდინარე კვირას "არსენალმა" სტუმრად "ნიუკასლს", ოლივიე ჟირუს დუბლით წყალობით ანგარიშით 2-1 სძლიეს. "მეთოფეებმა" იდეალური პირველი ნახევარი ჩაატარეს, შესვენების შემდეგ კი ფიქრი ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს და ეს საბოლოოდ გამოუვიდათ კიდეც. მატჩის შემდეგ ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კმაყოფილებას ვერ მალავდა და აღნიშნა, რომ მისი შეგირდები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან.

 

 „ორი კვირის განმავლობაში 3 გასვლითი მატჩი ჩავატარეთ რაც საკმაოდ რთულია. ვამაყობ რომ ბიჭებმა თავი ყველაფერს კარგად გაართვეს. იმ თამაშით, რომელიც დღეს ვაჩვენეთ, ჩემს გუნდს საკმაოდ მაღალი პოზიციის დაკავება შეუძლია. ამ მომენტისთვის "არსენალს" 60 ქულა აქვს და სეზონის დასრულებამდე 8 მატჩია დარჩენილი. თუ გადახედავთ ჩემი გუნდის მიერ ბოლო სამ თვეში მოპოვებულ ქულათა რაოდენობას, საქმე საუცხოო ციფრებთან გექნებათ. ასე, რომ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვართ ორიენტირებულნი" - განაცხადა არსენ ვენგერმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები