Aa
Aa

"მანჩესტერი" კიდევ ერთ სარეკორდო ტრანსფერს ამზადებს!

"Daily Record"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ, ჟოზე მოურინიოს საკუთარ გუნდში "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ხილვა სურს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "მანკუნიანელთა" ხელმძღვანელობა მზად არის, რომ ნეიმარის სანაცვლოდ კატალონიურ კლუბს იმაზე მეტი თანხა გადაუხადონ, ვიდრე ეს გასულ ზაფხულს პოლ პოგბას შემთხვევაში გააკეთეს.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონთა რიგებიდან "მანჩესტერმა" ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, რაც ჯერ-ჯერობით სარეკორდო მაჩვენებელია. თუმცა როგორც ჩანს, მომდევნო ზაფხულს ამ მხრივ, შესაძლოა ახალი რეკორდი დამყარდეს, რადგან ძნელად სავარაუდოა, რომ "ბარსელონამ" ასეთ შემოთავაზებაზე უარი თქვას...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები