Aa
Aa

"საწვავი არ გვაქვს, კონტაქტი წყდება"... - პილოტის სიტყვები ავიაკატასტროფამდე წამებით ადრე

კოლუმბიაში ჩამოვარდნილი ავიალაინერის პილოტი, მიკელ კიროგა, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე დახმარებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ თვითმფრინავს ელექტროობის პრობლემა ჰქონდა.

„GPS არ მუშაობს! არ ვიცი რა ხდება! ელექტროობის პრობლემა გვაქვს, მოგვეცით დაშვების კოორდინატები, რადართან კავშირი დავკარგეთ! ვვარდებით... ზღვის დონიდან 1000 ფუტის სიმაღლეზე ვართ“! - ამბობს პილოტი კავშირის გაწყვეტამდე.

ამასთან, როგორც გამოცემა Futbolred წერს, თვითმფრინავის ეკიპაჟმა კატასტროფამდე საწვავის დეფიციტის შესახებაც განაცხადა.

„საწვავის დეფიციტი გვაქვს!...“. - ეს უკვე ერთ-ერთი პილოტის სიტყვებია.

ამ მხრივ საგულისხმოა, რომ კოლუმბიაში ჩამოვარდნილი ავიალაინერის ე.წ. "შავი ყუთები" აღმოაჩინეს.

აეროპორტის ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა, ძრავის გაუმართაობამ და საწვავის სიმცირემ გამოიწვია, რის გამოც, რეისი საგანგებო დაშვებას ახორციელებდა. 

28 ნოემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 76 ადამიანი გარდაიცვალა, სიკდვილს კი, მხოლოდ 5 გადაურჩა. 

შეგახსენებთ, რომ ავიალაინერით ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი "შაპეკოენსე" და 21 სპორტული ჟურნალისტი მგზავრობდა, რომლებიც "კოპა სუდამერიკანას" ფინალური მატჩისათვის კოლუმბიის ქალაქ მედელინში მიფრინავდნენ. 

ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ უბრალო მოქალაქეებიც, მათგან ცოცხალი 2 ადამიანია. 

 

მომზადებულია futbolred.com-ისა და mirror.co.uk-ის მიხედვით

ცხელი ამბები