Aa
Aa

"ლა ლიგის" მე-14 ტურის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება

"ლა ლიგის" პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩების შესახებ, რამდენიმე საათის წინ ოფიციალური განხადება გააკეთა. 

"გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ კოლუმბიაში დაღუპული ყველა ადამიანის ოჯახის წევრსა და ახლობელს. აღნიშნული ტრაგედიის გამო, "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება, ისევე როგორც ამ ტურის სხვა მატჩები და შუა კვირაში გასამართი სათასო შეხვედრები, წუთიერი დუმილით დაიწყება". - განაცხადა ტებასმა სპეციალური პრესკონფერენციისას.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი "ელ კლასიკო" შაბათს, თბილისის დროით 19:15 საათზე, "ნოუ კამპზე" დაიწყება. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები