Aa
Aa

"შაპეკოენსეს" ერთ-ერთ გადარჩენილ ფეხბურთელს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

"მედელინის ავიაკატასტროფას" ბორტზე მყოფი 81 მგზავრიდან, მხოლოდ 6 მათგანი (აქედან 4 ფეხბურთელი) გადაურჩა, თუმცა რამდენიმე საათში "შაპეკოენსეს" მეკარე დანილო, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

სათადარიგო გოლკიპერი, ჯექსონ რაგნარ ფოლმანი, სამიდან ერთია, ვინც ბრაზილიურ კლუბს ახლდა და არ დაიღუპა.

იგი ამ დრომდე საავადმყოფოშია და ჭრილობებს მკურნალობს. ხსენებული დაზიანებების გამო, მას დღეს დილით ოპერაცია ჩაუტარდა და ერთ-ერთი ფეხი მოაჭრეს.

კიდევ 2 ფეხბურთელი, რომელიც ტრაგედიას გადაურჩა, შაპეკოელთა მცველები ნეტო და ალან რაშელი არიან.

თუმცა ნეტო პირველადი მონაცემებით დაღუპული ეგონათ. 

საქმე ისაა, რომ ცუდი ამინდის გამო, სამაშველო სამუშაოები შეფერხებული გახლდათ და ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა მის კვალს ოდნავ მოგვიანებით მიაკვლიეს და საბედნიეროდ, სიცოცხლეც შეუნარჩუნეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები