კლუბები, რომლებიც
Aa
Aa

კლუბები, რომლებიც "შაპეკოენსეს" თავიანთ მოთამაშეებს შესთავაზებენ

ბრაზილიური "შაპეკოენსეს" ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა.

მოგეხსენებათ, ავიაკატასტროფის შემდეგ, გუნდის მფლობელობაში 6 ფეხბურთელი დარჩა, თუმცა მათგან 3 საავადმყოფოშია და ერთ-ერთი გადაწყვეტილია, რომ კარიერას ვერ გააგრძელებს, რადგან ფეხის ამპუტაციის აუცილებლობა აქვს. 

ამ ფონზე, ბუნებრივია, გუნდის არსებობას საფრთხე შეექმნა, შესაბამისად, ბრაზილიის მოქმედმა ჩემპიონმა "პალმეირასმა" და უძველესმა კლუბმა, 3 გზის ჩემპიონმა, "გრემიომ", მზადყოფნა გამოთქვეს თავიანთი რამდენიმე ფეხბურთელი "შაპეკოენსეში" სრულიად უფასოდ გაუშვან. 

საინტერესოა, რომ ამ ინიციატივით თვით არგენტინული კლუბებიც გამოვიდნენ, რომელთა სახელებიც ჯერ არ ხმაურდება, თუმცა არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ ამ შინაარსის განცხადება უკვე გაავრცელა. 

დავამატოთ ისიც, რომ ფრანგულმა "პსჟ"-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ კლუბის ბიუჯეტიდან "შაპეკოენსეს" ანგარიშზე 40 მილიონი ევრო გადაირიცხება. 

სხვათა შორის, "პალმეირასმა" 2016 წლის სეზონის ჩემპიონობა გასულ კვირას, 37-ე ტურის შეხვედრაში, სწორედ "შაპეკოენსესთან" მატჩის შემდეგ მოიპოვა, როცა მეტოქე საკუთარ არენაზე 1:0 დაამარცხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები