გულშემატკივართა ვერსიით პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი მოზესია
Aa
Aa

გულშემატკივართა ვერსიით პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი მოზესია

პრემიერ ლიგის ოფიციალური საიტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ამ ტურნირის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად, "ჩელსის" ნიგერიელი შემტევი, ვიქტორ მოზესი დასახელდა. 

გამოკითხვაში მონაწილეობა 40 ათასმა ფანმა მიიღო, რომელთაგანაც 18756-მა მხარი მოზესის კანდიდატურას დაუჭირა. 

7791 ხმით მეორე ადგილზე "სუონსის" ისლანდიელი ლიდერი გილფი სიგურდსონი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია "უოტფორდის" ფეხბურთელმა ნორდინ ამრაბატმა დაიკავა (5378). 

ხუთეულში ასევე მოხვდნენ "სიტის" ვარსკვლავი სერხიო აგუერო (3457) და "ვესტ ბრომვიჩის" შემტევი მეტ ფილიპსი (1203). 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები