Aa
Aa

"ინტერი" მესიზე ოცნებას არ ეშვება

იტალიური Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერი" უახლოეს ხანში, არც მეტი, არც ნაკლები, ლიონელ მესის ტრანსფერზე, მუშაობის დაწყებას აპირებს და ამ შესაძლო გარიგებაში მილანური კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ძანეტის დიდი როლი ექნება.  

ამ საკითხთან დაკავშირებით "ნერაძურის" უძველესი სპონსორის, "პირელის" ხელმღძვანელობამ, საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მესი არის ოცნება... ოცნება კი, ხანდახან რეალობადაც შეიძლება იქცეს". - დასძინა ორაზროვნად კომპანიის მმართველმა მარკო ტრონკეტიმ. 

გეტყვით იმასაც, რომ არგენტინელს "ბარსელონასთან" კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება. 

 

მომზადებულია espnfc.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები