ნბა-ში ლავი და დურანტი გამოარჩიეს
Aa
Aa

ნბა-ში ლავი და დურანტი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დურანტი და აღმოსავლეთში “კლივლენდის” ერთ-ერთი ლიდერი კევინ ლავი გამოარჩიეს.

განვლილ კვირაში “კავალიერსმა” სამივე შეხვედრა მოიგო. ლავი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 30.7 ქულას და 9.7 მოხსნას აგროვებდა.

“გოლდენ სტეიტმა” ოთხივე შეხვედრა მოიგო, კევინ დურანტი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 24.8 ქულას, 8.3 მოხსნას, 6.3 პასს და 2.8 ბლოკ-შოტს აკეთებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები