ქართველი მორაგბე მეტოქის კბენისთვის 6 კვირით დასაჯეს
Aa
Aa

ქართველი მორაგბე მეტოქის კბენისთვის 6 კვირით დასაჯეს

უელსური „კარდიფ ბლუზის“ ქარველი მორაგბე, ანტონ ფეიქრიშვილი, უელსის რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 6 კვირის მანძილზე დისკვალიფიცირებული იქნება. 

29 წლის ფეიქრიშვილი, 18 ნოემბერს ანგლო-უელსურ თასზე „ოსპრიზის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში წითელი ბარათით გააძევეს - მსაჯმა მას, მეტოქის კბენაში დასდო ბრალი.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ბურჯისთვის აღნიშნული შეხვედრა კარდიფელთა რიგებში მეორე იყო. მას თავის ახალ გუნდთან მოკლევადიანი კონტრაქტი აკავშირებს.

ფეიქრიშვილს დისკვალიფიკაციის ვადა იანვრის მეორე ნახევარში ამოეწურება.

ცხელი ამბები