მესი ევროპულ გრანდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს!
Aa
Aa

მესი ევროპულ გრანდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს!

როგორც ჩანს, "პარი სენ ჯერმენის" ხელმძღვანელებს, "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის შეძენა სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი. როგორც "RTL" იუწყება, აღნიშნულ ტრანსფერზე პარიზული კლუბის სპორტული დირექტორი, პატრიკ კლუივერტი მუშაობს, რომელიც აქტიურ მოქმედებებს უკვე შეუდგა.

როგორც გაირკვა, ლეგენდარული ჰოლანდიელი თავდამსხმელი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის მამას, ხორხე მესის და შესაძლო ტრანსფერის დეტალები განიხილა.

უფრო კონკრეტული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ფეხბურთელს რომ "ბარსელონას" დატოვება სურს, ეს უკვე დღითი-დღე ნათელი ხდება.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ლიონელ მესიმ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 9 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები