დავიდ დე ხეა ყოფილი თანაგუნდელის გარდაცვალებას გამოეხმაურა
Aa
Aa

დავიდ დე ხეა ყოფილი თანაგუნდელის გარდაცვალებას გამოეხმაურა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, დავიდ დე ხეა, კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა და თავისი ყოფილი თანაგუნდელის, კლებერ სანტანას გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა. 

"მედელინის ტრაგედიით ჯერ კიდევ შოკირებული ვარ. ჩემთვის ძალიან რთული გავიაზრო, რომ კლებერ სანტანა ცოცხალი აღარაა. ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ არ შემიძლია". - დაწერა "ტვიტერზე" დე ხეამ. 

კლებერ სანტანა "ატლეტიკოში" 2007-2010 წლებში თამაშობდა, ხოლო დე ხეა "როხიბლანკოს" მთავარ გუნდში 2009 წელს დააწინაურეს. 

 

მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები