ბრაზილიაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა
Aa
Aa

ბრაზილიაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა

დღეს დილით კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ბრაზილიის პრეზიდენტმა, მიშელ ტემერმა, ქვეყანაში 3 დღიანი საყოველთაო გლოვა გამოაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც 81 მგზავრი იმყოფებოდა, კოლუმბიის ქალაქ სერო გორდოსთან ახლოს ჩამოვარდა, რის შედეგადაც 21 ბრაზილიელი სპორტული ჟურნალისტი, საფეხბურთო კლუბ "შაპეკოენსეს" 20 ფეხბურთელი და გუნდის პრაქტიკულად ყველა სხვა წარმომადგენელი დაიღუპა. 

ტრაგედიას მხოლოდ 6 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, რომელთაგანაც 3 ხსენებული საფეხბურთო კლუბის მოთამაშე გახლდათ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, მეკარე დანილო, რამდენიმე საათის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

აღნიშნულ ტრაგედიას მთელი მსოფლიო ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს. 

 

მომზადებულია planalto.gov.br-ის მიხედვით

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები