მანუჩარ მარკოიშვილმა ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციისთვის ხუთი თვე დასჭირდება
Aa
Aa

მანუჩარ მარკოიშვილმა ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციისთვის ხუთი თვე დასჭირდება

23 ნოემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ბელგიაში მუხლის ოპერაცია გაიკეთა.

- მარჯვენა მუხლის ტრავმა მქონდა და ოპერაცია საჭირო იყო. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ვიმედოვნებ, რომ რეაბილიტაციის პროცესიც კარგად წარიმართება, - გვითხრა მანუჩარმა და დასძინა, რომ აღდგენითი პროცესი, დაახლოებით, ხუთ თვეს გასტანს.

მას საავადმყოფოდან დღეს გამოწერენ.

შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილი სწორედ მუხლის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა ეროვნულ გუნდს ევრობასკეტის შესარჩევში. მას მიმდინარე სეზონში, თავისი კლუბის, თურქული "დარუშაფაკას" შემადგენლობაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები