ბალოტელი საკუთარ თავს არ ღალატობს...
Aa
Aa

ბალოტელი საკუთარ თავს არ ღალატობს...

ფრანგული "ნიცას" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, გუშინ მილანური დერბის დროს, "სან-სიროს" ტრიბუნებზე შენიშნეს.

ერთი შეხვედვით, ამაში გასაკვირი თითქოს არაფერია, თუმცა საქმე იმაშია, რომ "დერბი დელა მადონინას" პარალელურად, მისი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში "სენტ-ეტიენს" უპირისპირდებოდა. "სუპერ მარიო" კი, მისი ამჟამინდელი გუნდის თამაშით არ დაინტერესებულა და თვალი მილანურ დერბის მიადევნა.

თუ რა გამოხმაურება მოყვა "ნიცას" გულშემატკივრებში ამ ფაქტს, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ბალოტელის საქციელით, ფრანგები კმაყოფილნი ნამდვილად არ დარჩბოდნენ.

შეგახსენებთ, რომ "სენტ-ეტიენთან" დაპირისპირებას ბალოტელი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები