ენდიმ შემაჯამებელიც მიაყოლა - ბრიტი სეზონს რეიტინგის სათავეში ასრულებს!
Aa
Aa

ენდიმ შემაჯამებელიც მიაყოლა - ბრიტი სეზონს რეიტინგის სათავეში ასრულებს!

მამაკაცთა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ერთმანეთს დღეისათვის მსოფლიოს ორი საუკეთესო ჩოგბურთელი ენდი მარეი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ.

თანაც, ამ მატჩში არა მხოლოდ ტიტული უნდა გათამაშებულიყო, არამედ, კლასიფიკაციაში პირველი ადგილის მფლობელის ვინაობაც გარკვეულიყო.

პირველად, ATP-ის ისტორიაში, სეზონის დასკვნით მატჩში ირკვეოდა, ვინ დაასრულებდა სეზონს პირველი ჩოგნის რანგში - ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩი, თუ...

შეხვედრის მიმდინარეობასა და ხასიათს მთლიანად "სკოტი" აკონტროლებდა, რომელიც ტრადიციულად აკურატული გახლდათ და სერბს უჩვეულოდ ბევრ შეცდომას აშვებინებდა. 

პირველი პარტიის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა და ის მარეიმ 4:3-ზე შეასრულა, რის შემდეგაც სეტზე წარმატებით ჩააწოდა - 6:3. 

ბრიტანელი კიდევ უფრო აშკარა უპირატესობას მეორე სეტში ფლობდა, როცა 2 ბრეიკით 4:1 დაწინაურდა და მართალია, იქვე საკუთარი მოწოდება დათმო, თუმცა სადავეები ხელიდან არ გაქცევია და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწია - 6:3 6:4.

აღსანიშნავია, რომ თუ ჯოკოვიჩმა მეტოქეს 9 ბრეიკ-პოინტი მისცა, საიდანაც 3 ბრეიკში გარდაისახა, მარეის ჩაწოდების აღების შანსი სერბს ერთადერთხელ ჰქონდა, რომელიც გამოიყენა კიდეც. 

ენდის წარმატება დიდწილად იმანაც განაპირობა, რომ ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა პირველი მოწოდებისას, რომელზეც ქულების 84% მოიგო. გარდა ამისა მის ანგარიშზე 3 "ეისია", რასაც 3 "ორმაგი შეცდომაც" ემატება. 

ასე რომ, მინიმუმ იანვრამდე მამაკაცთა ჩოგბურთის თავზე ბრიტანეთის დროშა იფრიალებს, ტახტზე კი, ენდი მარეი იჯდება! 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები