რომანიოლი
Aa
Aa

რომანიოლი "მადონინას" გამოტოვებს

იტალიური პრესის ცნობით, "მილანის" 21 წლის წამყვანი ცენტრალური მცველი, ალესიო რომანიოლი, "ინტერთან" დაპირისპირებას გამოტოვებს. 

როგორც იწერება, ვინჩენცო მონტელას არჩევანის გაკეთება გუსტავო გომესსა და კრისტიან საპატას შორის მოუწევს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მონტელა კოლუმბიელს საერთოს არ ენდობა და წლევანდელი სერია ა-ს არცერთ შეხვედრაში არ ათამაშა, მაშინ ძირითადში 23 წლის გომესს უნდა ველოდეთ, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

იგი დაცვის ცენტრში გაბრიელ პალეტას შეუწყვილდება. 

"დერბი დელა მადონინა" კვირას, 20 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები