როდმანი... რომელი ის გიჟი?

სიახლე 17.11.2016
A+ A- 20:31

კალათბურთი ძაან ბევრს უყვარს, მიზეზებიც ბევრია... ჯორდანი, კობი, ლებრონი, „ტიმი დი“, ჩემთვის პირადად, მანუ ჯინობილი. აი იდეაში რა არის კალათბურთის ხიბლი? "ჩატენვა", „ნოუ ლუქ პასი“, „ალეი უპი“ თუ „ბაზერ ბითერი“?..

ერთი სიტყვით შეტევა, მაგრამ დღეს მინდა იმ კალათბურთელზე ვილაპარაკო, ვინც ფულს სულ სხვა სტილის კალათბურთით შოულობდა.

ბევრისთვის ის თვით ექსტრავაგანტულობაა, ის ხომ სულ თმას იღებავდა, სულ სკანდალები, თავის ქორწილში საქორწინო კაბითა და თაიგულით (!!!) მივიდა (ამ ისტორიაზე მართლა სულ მეცინება).

როგორც მისი დეტროიტელი თანაგუნდელი ჯო დუმარსი ამბობდა, როდესაც ის სათამაშოდ გადიოდა, ყველა ეს სკანდალი გართობა და იდიოტობები ავიწყდებოდა და პარკეტზე უბრალოდ აქილევსივით იბრძოდა.

როდმანი იყო მცველი, ოღონდ მარტო მცველი იყო, მას თითქოს შეტევა არ აინტერესებდა...

ზუსტად როგორ გითხრათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სიამოვნებას ის ერთი რამისგან იღებდა, უბრალოდ ამოირჩევდა საუკეთესო მოთამაშეს მეორე გუნდიდან და მთელი თამაში ტვინს უბურღავდა, ოღონდ მართლა ტვინს უბურღავდა. ძალიან რთულია ეს ყველაფერი სიტყვებით გადმოსცე.

უბრალოდ უნდა ნახო, როგორ ებრძოდა ის კარლ მელოუნს, მეჯიქ ჯონსონს, თვით ჯორდანსაც... და უბრალოდ კი არ ებრძოდა, არამედ ჭამდა მათ. როდმანს ძაან ფეხებზე ეკიდა ავტორიტეტები, ის უხეშობდა, მაგრამ არავის ატარებდა და თუ ვინმე მას დაჩაგრავდა, მაშინ დენისის გუნდი წააგებდა.

ცალკე სასაუბრო თემაა იმდროინდელი თამაშის სტილი ან დეტროიტის ის ,,ცუდი ბიჭების" კრებული. ერთხელ როდმანმა თქვა, ლებრონი ჩვენ დროს ჩვეულებრივი კალათბურთელი იქნებოდაო, რაზეც „მეფის“ თანაგუნდელმა დელადედოვამ უპასუხა, როდმანი ახლა ჩვეულებრივი კალათბურთელი იქნებოდაო.

რეალურად ახლა როდმანი ვეღარ ითამაშებდა, ის დაცვა რასაც დენისი თამაშობდა, ახლა ყველა თამაშში ტექნიკური იქნებოდა, მას უბრალოდ ნერვები არ ეყოფოდა, რომ დღევადელი "ბალეტი" ეთამაშა. 

კარგია თუ არა კალათბურთის ასეთი ცვლილება, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია ორგზის საუკეთესო დამცველი კავაი ლეონარდის დაცვა მაშინდელ დროში, ვიღაცას აი ძაან უკბილო ხუმრობად მოეჩვენებოდა. მაშინ უბრალოდ გჭამდნენ, გირტყამდნენ, თავზე გაფარებდნენ ოღონდ გაეჩერებინე და ამ ბინძურ ეპოქაში, ყველაზე ბინძური სწორედ ჩვენი დენისი იყო.

მის მიღწევებს ალბათ ვერ აღწერს ის რომ 5-ჯერ მოიგო ბეჭედი, ან ის რომ საუკეთესო მცველი ხდებოდა, ან თუნდაც ის რომ 7-ჯერ თუ 8-ჯერ ზედიზედ მოიგო საუკეთესო მომხსნელის ტიტული. როდმანი არის მეომარი. ჰოკეის ენით რომ ვთქვათ, ,,ტაფგაი" პარკეტზე, რომელიც უბრალოდ გაგანადგურებს, ნერვებს მოგიშლის, აგჭრის და წაგაგებინებს. ვისაც ესა თუ ის სპორტი უთამაშია, მარტივად მიხვდება, რას ნიშნავს ასეთი მოწინააღდეგე...

ჯორჯ კარლმა, რომელიც „სიეტლის“ მთავარი მწვრთნელი იყო, სუპერფინალში დამარცხების მერე თქვა, როდმანის გამო წავაგეთო... არადა მათ წინააღმდეგ ღმერთი თამაშობდა, იესოსთან ერთად (იესო პიპენია, როდმანმა თავისი თავი ეშმაკად მოიეხსენია ამ სამეულში). მაგრამ კარლი თავისას მიერეკებოდა, როდმანმა მოგვიგოო, აი რა სისულელეა, მაგრამ იქნებ ეგრეა, ის იყო პატარა ნაწილი, რომელიც იმ გუნდს ყველა დროის უდიადესად აქცევდა.

როდმანი რაღაცნაირი კალათბურთელი იყო, იმ ეპოქას უხდებოდა, ახლა ის ვერ წარმომიდგენია, არც ვიცი ახლა მას ვინ შევადარო...

ეს სკანდალებიც თამაშის დროს თითქოს ფეხებზე ეკიდა, ხანდახან მწყინს კიდეც მას რომ მხოლოდ სკანდალების გამო იცნობენ, იმიტომ რომ მოედანზე ის თავს აკლავდა მოწინააღმდეგეს.

მაინც მგონია რომ ის ბედნიერი კაცია, მას არ სჭირდებოდა ბევრი ქულა ან საუკეთესოს ტიტული. ის სხვანაირად დაგჩაგრავდა და მოგიგებდა.

სწორედ ეს იყო როდმანი, ყველაზე შავი და ბინძური ტიპი, რომელიც თან ტიტულებს იგებდა და თან სკანდალებსაც ასწრებდა.

ძაან მაკლია დღევადელ ნბა-ში როდმანისნაირი კალათბურთელები, ძაან დამღალა თითქოს უკვე ეტიკეტურმა „ალი უპებმა“ და „ჩატენვებმა“...

ბრძოლა მინდა და ამიტომ გამახსენდა ბინძური, მაგრამ მებრძოლი და რაღაცნაირი კაცი.

 

ბექა მახათაძე

რთულია „სან ანტონიოს“ გულშემატკივარმა „გოლდენ სტეიტის“ დიდებაზე წერო, მითუმეტეს ახლა, როდესაც ფლეი-ოფში „სპურსი“ 2...

ფეხბურთის ისტორიაში უამრავი დიდებული ფორვარდი გვინახავს, რომლებიც თავიანთი გოლებით ქომაგებს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ. დღეს, თქვენს ყურადღებას მცველე...

„დონ პაბლო“ ისტორიაში ყველაზე მდიდარი კრიმინალი იყო. მისი თავგადასავლების განხილვა საკმაოდ შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შ...

11) პარტიზანი - ქპრ 1984/85 (2-6, 4-0) უეფას თასზე „ქუინს პარკ რეინჯერსმა“ ბელგრადის „პარტიზანს“ „არსენალის“ იმჟამ...

"ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში "ლივერპულმა" "სიტი" 3-0 გაანადგურა და განმეორებითი მატჩის წინ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. ყველა ...

ბრიქსტონში, ქოლდჰარბორის შესახვევში, რკინიგზის თაღების ქვეშ, ავტოფარეხია, რომელსაც მანქანების შესაკეთებლად იყენებენ. გვერდით რამდენიმე დამტვრეული და ს...

20) რუი კოშტა რუი კოშტა „სერია ა“-ში 1994 წელს „ბენფიკადან“ გადავიდა და მაშინვე ]„ფიორენტინას“ შეტევის ხაზის ერთ-ე...

საქართველოს ნაკრებმა 2018 წელი ბევრისთვის მოულოდნელად დაიწყო. 2 გამარჯვება, გატანილი 6 გოლი და მშრალად შენახული კარი. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლიტვას 4:...

“ტოტენჰემისა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება მერვედფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ყველაფერი &l...

რეკომენდებული ბლოგები
„დონ პაბლო“ ისტორიაში ყველაზე მდიდარი კრიმინალი იყო. მისი თავგადასავლების განხილვა საკმაოდ შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შ...
12.04.2018
11) პარტიზანი - ქპრ 1984/85 (2-6, 4-0) უეფას თასზე „ქუინს პარკ რეინჯერსმა“ ბელგრადის „პარტიზანს“ „არსენალის“ იმჟამ...
10.04.2018
ბრიქსტონში, ქოლდჰარბორის შესახვევში, რკინიგზის თაღების ქვეშ, ავტოფარეხია, რომელსაც მანქანების შესაკეთებლად იყენებენ. გვერდით რამდენიმე დამტვრეული და ს...
05.04.2018
საქართველოს ნაკრებმა 2018 წელი ბევრისთვის მოულოდნელად დაიწყო. 2 გამარჯვება, გატანილი 6 გოლი და მშრალად შენახული კარი. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლიტვას 4:...
31.03.2018
ჯორჯ ბესტი ჯორჯ ბესტს „მანჩესტერის“ რიგებში ინგლისის ჩემპიონობა უკვე მოპოვებული ჰქონდა მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი იგი "ჩემპიონთა თასზე" (ა...
29.03.2018
ფეხბურთის ისტორიაში უამრავი დიდებული ფორვარდი გვინახავს, რომლებიც თავიანთი გოლებით ქომაგებს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ. დღეს, თქვენს ყურადღებას მცველე...
12.04.2018
“ტოტენჰემისა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება მერვედფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ყველაფერი &l...
30.03.2018
"ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში "ლივერპულმა" "სიტი" 3-0 გაანადგურა და განმეორებითი მატჩის წინ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. ყველა ...
06.04.2018
მათ, ვისაც მერონის თამაში ახსოვთ, იტალიელს უდავოდ საფეხბურთო გენიოსად მიიჩნევენ. ლუიჯი ჩაცმულობით, თამაშის სტილით და თმის ვარცხნილობითაც კი ინგლისური ...
27.03.2018
20) რუი კოშტა რუი კოშტა „სერია ა“-ში 1994 წელს „ბენფიკადან“ გადავიდა და მაშინვე ]„ფიორენტინას“ შეტევის ხაზის ერთ-ე...
04.04.2018
რთულია „სან ანტონიოს“ გულშემატკივარმა „გოლდენ სტეიტის“ დიდებაზე წერო, მითუმეტეს ახლა, როდესაც ფლეი-ოფში „სპურსი“ 2...
17.04.2018
უკანასკნელი სიახლეები