რუნიმ ბოდიში მოიხადა!
Aa
Aa

რუნიმ ბოდიში მოიხადა!

ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოებისთვის ბოდიში მოიხადა.

საქმე იმაშია, რომ 2 დღის წინ ბრიტანულმა გამოცემა "The Sun"-მა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც რუნი ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ იყო. აღნიშნული ფაქტი ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩამდე, რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუნიმ სანაკრებო დაპირისპირება ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა როგორც გაირკვა, ამის მიზეზი დისწიპლინის დარღვევა და გუნდისადმი უპატივცემულობა გახდა. დღეს კი ფეხბურთელმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

"ძალიან ვწუხვარ ამ ფოტოების გამო. პირადად ვესაუბრე საუთგეიტს და მას ბოდიში მოვუხადე. ასევე მინდა გამოვხატო პატივისცემა ჩვენი გულშემატკივრების მიმართ, რომელთა გამოც ყველაზე მეტად ვწუხვარ.. ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება" - განაცხადა რუნიმ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები