Aa
Aa

"ბარსელონა" დავიდ ალაბას შეძენას ეცდება..

"El Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს, საკუთარ გუნდის რიგებში დავიდ ალაბას ხილვა სურს.

"ბლაუგრანას" დამრიგებელი თვლის, რომ მის გუნდს მარცხენა მცველის პრობლემა აქვს და ამ პოზიციის გასაძლიერებლად, მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი მცველი იდეალურ კანდიდატად მიაჩნია.

ჯერ-ჯერობით, კატალონიელებს გერმანული მხარისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ, თუმცა როგორც ცნობილია, აქამდე ალაბას შეძენას "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი" ცდილობდნენ. ხოლო "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის გაშვება არაფრის ფასად არ ისურვა და ფაქტია, რომ ავსტრიელის დამატება "ბარსელონასაც" ძალიან გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნთან", მიმდინარე კონტრაქტი ალაბას 2021 წლმადე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები