რეგისტრაცია
მაფიოზი, მჭედლიძის თანაგუნდელი, კომენტატორი, მოსწავლე და ა.შ. - ანუ სად არიან 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონები ახლა?

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი იტალიის ნაკრებია, რომელმაც ტურნირი სკანდალებისა და დიდი წნეხის ფონზე, საკმაოდ დამაჯერებლად და დამსახურებულად (ვიღაცა იტყვის არაო, მაგრამ კამათი შეიძლება) მოიგო. 

მისმა მეკარემ "ჯიჯი" ბუფონმა ჩემპიონატზე სულ 2 ბურთი მიიღო, თუმცა საინტერესოა, რომ მის კარში თამაშიდან მეტოქეს გოლი არ გაუტანია - აშშ-სთან კრისტიან ძაკარდომ საკუთარი კარი "დალაშქრა", ხოლო ფინალში ზიდანმა პენალტით შეაგდო. 

დღევანდელი სტატიაც იმ ფეხბურთელებს ეძღვნებათ, რომელთაც იმ მომენტში სკანდალით დაზაფრულ ქვეყანას, დიდი სიხარული და მე-4 მსოფლიო ჩემპიონობა აჩუქეს. 

გადავხედოთ, ამჟამად სად არიან და რას მოღვაწეობენ, იტალიის იმდროინდელი გმირები.

 

1. ჯანლუიჯი ბუფონი - მაშინდელი კლუბი - "იუვენტუსი" - 38 წლის ასაკშიც "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების კარს იცავს. 

 

2. კრისტიან ძაკარდო - მაშინდელი კლუბი - "პალერმო" - 34 წლისაა და სერია ბ-ს კლუბ "ვიჩენცაში" თამაშობს. 

 

3. ფაბიო გროსო - მაშინდელი კლუბი - "პალერმო" - 38 წლისაა და "იუვენტუსის" 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელია.

 

4. დანიელე დე როსი - მაშინდელი კლუბი - "რომა" - 33 წლისაა და უწინდებურად "რომასა" და იტალიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

 

5. ფაბიო კანავარო - კაპიტანი - მაშინდელი კლუბი - "იუვენტუსი" - 43 წლისაა და ჩინეთის მე-2 დივიზიონის კლუბის "ტიანცზინ ციუანცზიანის" მთავარი მწვრთნელია. 

 

6. ანდრეა ბარძალი - მაშინდელი კლუბი - "პალერმო" - 35 წლისაა და "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრალური მცველია.

 

7. ალესანდრო დელ პიერო - მაშინდელი კლუბი - "იუვენტუსი" - 42 წლისაა და კარიერის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია SKY SPORTS-ის კომენტატორია. 

 

8. ჯენარო გატუზო - მაშინდელი კლუბი - "მილანი" - 38 წლისაა და სერია ბ-ს კლუბის "პიზას" მთავარი მწვრთნელია.

 

9. ლუკა ტონი - მაშინდელი კლუბი - "ფიორენტინა" - 39 წლისაა და სპორტული დირექტორისთვის საჭირო სპეციალურ კურსებს გადის. 

 

10. ფრანჩესკო ტოტი - მაშინდელი კლუბი - "რომა" - 40 წლის ასაკში, მართალია ნაკრებში აღარაა, თუმცა ისევ "რომას" სული და გულია. 

 

11. ალბერტო ჯილარდინო - მაშინდელი კლუბი - "მილანი" - 34 წლისაა და "ემპოლიში" ლევან მჭედლიძის თანაგუნდელია. 

 

12. ანჯელო პერუცი - მაშინდელი კლუბი - "ლაციო" - 46 წლისაა და "ლაციოში" ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს. 

 

13. ალესანდრო ნესტა - მაშინდელი კლუბი - "მილანი" - 40 წლისაა და ჩრდილოეთ ამერიკულ ლიგაში მოასპარეზე "მაიამის" მთავარი მწვრთნელია. ეს კლუბი 2015 წელს დაარსდა და მისი ერთ-ერთი მთავარი მეწილე და მფლობელი პაოლო მალდინია. 

 

14. მარკო ამელია - მაშინდელი კლუბი - "ლივორნო" - 34 წლისაა და იტალიის მე-3 ლიგის კლუბის "ლუკა კასტელი რომანის" საპატიო პრეზიდენტია. 

 

15. ვინჩენცო იაკვინტა - მაშინდელი კლუბი - "უდინეზე" - 36 წლისაა და მაფიასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, ბრალდებულია იარაღის უკანონო შენახვისათვის.

 

16. მაურო კამორანეზი - მაშინდელი კლუბი - "იუვენტუსი" - 40 წლისაა და ამჟამად უმუშევარია. 2016 წლის მარტამდე არგენტინის უმაღლესი დივიზიონის კლუბის "ტიგრეს" მთავარი მწვრთნელი იყო. 

 

17. სიმონე ბარონე - მაშინდელი კლუბი - "პალერმო" - 38 წლისაა და ინდურ "დელი დინამოსში" მთავარი მწვრთნელის, ჯანლუკა ძამბროტას ასისტენტია. 

 

18. ფილიპო ინძაგი - მაშინდელი კლუბი - "მილანი" - 43 წლისაა და იტალიის მე-3 ლიგის კლუბის "ვენეციას" მთავარი მწვრთნელია. 

 

19. ჯანლუკა ძამბროტა - მაშინდელი კლუბი - "იუვენტუსი" - 39 წლისაა და ინდური "დელი დინამოსის" მთავარი მწვრთნელია. ასევე არის იტალიის მე-3 ლიგის კლუბის "კომოს" საპატიო პრეზიდენტი. ძამბროტა სწორედ კომოშია დაბადებული, ფეხბურთის თამაში იქ დაიწყო და მისი პირველი პროფესიული კლუბიც 1994-1997 წლებში "კომო" გახლდათ.

 

20. სიმონე პეროტა - მაშინდელი კლუბი - "რომა" - 39 წლისაა და რომის ერთ-ერთ საფეხბურთო სკოლაში ბავშვების მწვრთნელია. 

 

21. ანდრეა პირლო - მაშინდელი კლუბი - "მილანი" - 37 წლისაც პოპულარულია და თავის გენიალურ საფეხბურთო ინტელექტს ამერიკული "ნიუ იორკ სიტისთვის" აფრქვევს. 

 

22. მასიმო ოდო - მაშინდელი კლუბი - "ლაციო" - 40 წლისაა და სერია ა-ს მიმდინარე სეზონის დებიუტანტი კლუბის "პესკარას" მთავარი მწვრთნელია. 

 

23. მარკო მატერაცი - მაშინდელი კლუბი - "ინტერი" - 43 წლისაა და ინდური "ჩენაის" მთავარი მწვრთნელია. 

 

მარჩელო ლიპი - 68 წლისაა და 2016-ში ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. 

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
სერია-ა
ლიგა 1