რუნი სრულ მზადყოფნაშია!
Aa
Aa

რუნი სრულ მზადყოფნაშია!

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი, რომელმაც მიმდინარე სანაკრებო მატჩების დროს ტრავმა მიიღო, "პრემიერლიგის" მომდევნო ტურისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას "Sky Sports"-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის თავდამსხმელმა მარცხენა მუხლი დაიზიანა და სანაკრებო შეკრება ნაადრევად დატოვა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, დაზიანება უმნიშვნელოა და 19 ნოემბერს, რუნის მოედანზე გასვლა შეეძლება.

"პრემიერლიგის" მომდევნო ტურში კი, "მანჩესტერ იუნაიტედი" არსენალს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები