dailymail: ლამპარდი
Aa
Aa

dailymail: ლამპარდი "ჩელსიში" დაბრუნდება?

ამერიკული "ნიუ იორკ სიტის" ფეხბურთელი, 38 წლის ფრენკ ლამპარდი, შესაძლოა ლონდონის "ჩელსის" კვლავ ფეხბურთელის რანგში დაუბრუნდეს. 

როგორც dailymail წერს, "არისტოკრატები" თავიანთი ლეგენდისთვის კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ, რომლის ამოწურვის შემდეგაც, მას კლუბში ერთ-ერთ თანამდებობაზე დაასაქმებენ. 

თუკი სააგენტოს დავუჯერებთ, ყველაფერი ლამპარდის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. ასე რომ, თუ ფეხბურთელის ამ კლუბისადმი სიყვარულს გავითვალისწინებთ, ტრანსფერის ალბათობაც საკმაოდ მაღლად უნდა მოვნათლოთ. 

"სუპერ ფრენკის" ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2016 წლის დეკემბერში ეწურება. 

 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები