Daily Mirror: იოზილი ახალ კონტრაქტთან ახლოსაა!
Aa
Aa

Daily Mirror: იოზილი ახალ კონტრაქტთან ახლოსაა!

ბრიტანული გამოცემის Daily Mirror-ის ცნობით, ლონდონის "არსენალი" მესუთ იოზილს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა, თუმცა რა ვადაზეა გათვლილი ეს ხელშეკრულება, ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა ჯერ ვერ დაადგინეს.

როგორც ირკვევა, გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად კვირაში ხელფასი 140 ათას გირვანქა-სტერლინგი აქვს, ახალი ხელშეკრულების თანახმად, კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება, რამეთუ 200 ათასს აიღებს, რაც წელიწადში 9.6 მილიონი გირვანქა-სტერლინგი, ხოლო დაახლოებით 13.5 მილიონი ევრო გამოდის. 

ყველაფერი აღნიშნულის რეალურობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ იოზილმა ცოტა ხნის წინ ლონდონში 15 მილიონი ევროს ღირებულების სახლი შეიძინა. 

გეტყვით იმასაც, რომ 28 წლის გერმანელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება. 

 

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები