Aa
Aa

"ჩელსიმ" დიეგო კოშტა დააფასა..

როგორც ბრიტანული გამოცემა "Daily Mail" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელები მზად არიან, რომ კლუბის ესპანელ თავდამსხმელ, დიეგო კოშტას კონტრაქტი გაუხანგრძლივონ. აღნიშნული გადაწყვეტილება "არისტოკრატებმა" მას შემდეგ მიიღეს, რაც ფორვარდის დაბრუნებით, მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდა.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის, მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი. ანტონიო კონტეს კი ფორვარდის შენარჩუნება სურს და კლუბის ხელმძღვანელობისგან, ესპანელი ფეხბურთელისთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას ითხოვს.

მიმდინარე სეზონში, ლონდონის "ჩელსის" მაისურით დიეგო კოშტამ 13 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 9 გოლისა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები