კლუბიდან წასვლის სანაცვლოდ, შვაინშტაიგერს ფულს სთავაზობენ...
Aa
Aa

კლუბიდან წასვლის სანაცვლოდ, შვაინშტაიგერს ფულს სთავაზობენ...

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ, ბასტიან შვაინშტაიგერმა ღრმა რეზერვში გადაინაცვლა. გერმანელი ნახევარმცველი "წითელი ეშმაკების" მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თითქმის გამორიცხულია, რომ ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 1 მატჩი მაინც ჩაატაროს.

შვაინშტაიგერს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. ხოლო ამ დროის მანძილზე, ანაზღაურების სახით ფეხბურთელი ჯამში 18 მილიონ ევროს მიიღებს. "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებს კი, ბასტიანისთვის ამხელა თანხის გადახდა არ სურთ და მზად არიან, რომ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის სანაცვლოდ, შვაინშტაიგერს 11 მილიონი შესთავაზონ. ასეთ შემთხვევაში, კლუბი 7 მილიონს დაზოგავს, ხოლო ფეხბურთელს ახალ კლუბში გადასვლის საშუალება ექნება.

თუ რას წარმოადგენს თავად ფეხბურთელის სურვილი, ამ ეტაპზე უცობია, თუმცა დიდი ალბათობით, ბასტიანი აღნიშნულ შემოთავაზებას უნდა დათანხმდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები