აგუერომ თავისი მომავალი კლუბი დაასახელა!
Aa
Aa

აგუერომ თავისი მომავალი კლუბი დაასახელა!

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ, ჟურნალისტებთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

"გვარდიოლასთან პრობლემა არასდროს მქონია. პირიქით, როდესაც პარაგვაისთან მატჩის შემდეგ კლუბში ცუდ ხასიათზე დავბრუნდი, პეპი ძალიან დამეხმარა და საჭირო სიტყვებითა და რჩევებით, ჩემი მენტალური მდგომარეობა გააუმჯობესა". 

"ამ ეტაპზე "სიტიში" თავს მშვენივრად ვგრძნობ და ყველაფერი მაკმაყოფილებს, თუმცა ალბათ დადგება დღე, როცა გუნდს დავტოვებ და ვიცი, სადაც წავალ - ეს ადგილი "ინდეპენდიენტეა". 

"ბევრი საუბარი იყო და ახლაც არის მადრიდის "რეალზე", მაგრამ მე დღეს "სიტიში", მით უმეტეს გვარდიოლასთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ". - განუცხადა 28 წლის თავდამსხმელმა ESPN Radio-ს. 

შეგახსენებთ, რომ "კუნმა" ფეხბურთის თამაში სწორედ "ინდეპენდიენტეში" დაიწყო. ჯერ 1997-2003 წლებში ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხებოდა, ხოლო 2003-2006 წლებში უკვე მთავარი გუნდის რიგებში 54 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა. 

საინტერესოა ისიც, რომ არგენტინელს პროფესიულ დონეზე სულ 3 კლუბში აქვს ნათამაშები. გარდა მშობლიური და ამჟამინდელი გუნდებისა, მას 2006-2011 წლებში მადრიდის "ატლეტიკოში" უასპარეზია.

 

მომზადებულია 101greatgoals.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები