10 ფეხბურთელი, რომელიც პოლიტიკაში წავიდა

სიახლე 11.11.2016
A+ A- 12:08

როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელთა უმრავლესობა კარიერის დასრულების შემდეგ, საქმიანობას ძირითადად სპორტის ამავე სახეობაში აგრძელებს.

ზოგი მათგანი სამწვრთნელო პროფესიას ირჩევს, ზოგიც კლუბის სტრუქტურაში იწყებს მუშაობას.

თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებიც სპორტისაგან სრულიად განსხვავებულ საქმეს ეჭიდებიან.

ჩვენი სტატიაც, სწორედ აღნიშნულ მოთამაშეებს შეეხებათ. ფეხბურთელებს, რომლებმაც კარიერის დასრულების შემდეგ, პოლიტიკაში გადაინაცვლეს.

 

10. მარკ ვილმოტსი (ბელგია)

მარკ ვილმოტსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბელგიელი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრების მაისურით 28 გოლის გატანა შეძლო. მათ შორის 5 ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატებზე შეაგდო, ასეთი შედეგი კი, არცერთ სხვა ბელგიელ ფეხბურთელს არ აქვს.

2003 წელს, იგი საკუთარი ქვეყნის პარლამენტის წევრად აირჩიეს, ლიბერალური პარტიის მხრიდან. თუმცა, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა მხოლოდ 2 წელს გაგრძელდა და ვილმოტსი მიხვდა, რომ ფეხბურთში უფრო სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე პოლიტიკაში.

47 წლის სპეციალისტმა ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი ბელგიის ნაკრებში გაატარა. ჯერ 2009-2012 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო 2012 წლიდან აღნიშნული პოსტი თავად დაიკავა.

მასთან ერთად ბელგიის ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიოსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატებზე, 1/4 ფინალი ითამაშა.

2014-ში ტურნირის ამ ეტაპზე არგენტინასთან წააგო, ხოლო 2 წლის შემდეგ, გზა უკვე უელსმა გადაუღობა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 1/4 ფინალში გაიყვანა, "ევრო 2016"-ის დასრულების შემდეგ, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ, ვილმოტსი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

9. ლევან კობიაშვილი (საქართველო) 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. იგი ერთადერთი ქართველია, ვისაც "ჩემპიონთა ლიგის" ერთ შეხვედრაში "ჰეთთრიქი" აქვს შესრულებული - 2005 წელს ჰოლანდიურ "პსვ"-სთან მატჩისას, ეურელიო გომეშის კარი 3-ჯერ აიღო, აქედან ორჯერ პენალტით.

კობიაშვილმა კარიერის საუკეთესო წლები გერმანულ ბუნდესლიგაში გაატარა, სადაც "ფრაიბურგის", "შალკესა" და დედაქალაქური "ჰერტას" ღირსებას იცავდა.

გარდა ამისა, სანაკრებო დონეზეც გამორჩეულია და ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდიც ეკუთვნის - ეროვნული გუნდის რიგებში ზუსტად 100 მატჩი ითამაშა, რითაც "უეფას" "ასიანთა" კლუბის წევრი გახდა.

კარიერა 2014 წელს დაასრულა, ხოლო ერთი წლის შემდეგ "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის" პრეზიდენტი გახდა.

სულ მალე ამას მოყვა "ქართული ოცნებაში" გაერთიანება და მისი სახელით არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად მონაწილეობა.

შედეგად, კობიაშვილი დეპუტატი გახდა და "სფფ"-ს პრეზიდენტობას, ამ თანამდებობასაც შეუთავსებს.

8. რეჯიპ ტაიპ ერდოღანი (თურქეთი) 

ცოტამ თუ იცის, რომ თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოქმედი პრეზიდენტი, რეჯიპ ტაიპ ერდოღანი ადრეულკ ასაკში ფეხბურთის თამაშით იყო დაკავებული.

როგორც ირკვევა, ერდოღანი საკმაოდ ნიჭიერ მოთამაშედ ითვლებოდა და მისით, "ფენერბახჩეც" კი იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ ტრანსფერი ერდოღანის მამამ ჩაშალა.

ეს ნაბიჯი კი საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან მას შემდეგ, ფეხბურთში ერდოღანის სახელი აღარ გაჟღერებულა...

სამაგიეროდ მისი პოლიტიკური კარიერა გაცილებიღ იღბლიანი და წარმატებული გამოდგა.

დღესდღეობით იგი თურქეთის ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება.

7. ჰაქან შუქური (თურქეთი)  

ჰაკან შუქური ფეხბურთის ისტორიაში, დიდი ალბათობით, სამუდამოდაა შესული. თურქმა თავდამსხმელმა 2002 წელს სამხრეთ კორეის ნაკრებს ბურთი მე-11 წამზე გაუტანა. ეს კი, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია.

ამას გარდა, შუქური 112 მატჩში გატანილი 51 გოლით, თურქეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ.

კარიერის დასრულების შემდეგ, შუქურმა საკუთარი ძალები პოლიტიკაში მოსინჯა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიაში გაწევრიანდა, რომელთან ერთადაც არჩევნებიც მოიგო.

ლეგენდარული ფეხბურთელი პარლამენტში მხოლოდ 2 წლით დარჩა, რის შემდეგაც პრეზიდენტ ერდოღანს დაუპირისპირდა და დღეს ამერიკაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. რომ არა აშშ-ში გაქცევა, მას თურქეთის სასამართლო დაჭერით ემუქრებოდა.

6. კახა კალაძე (საქართველო) 

პოსტ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობადი ფეხბურთელი, რომელიც წლების მანძილზე "მილანის" ღირსებას იცავდა და არაერთ ტიტულს შორის, ორჯერ "ჩემპიონთა ლიგაც" მოიგო.

იგი აქტიური კარიერის დასრულებისთანავე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო - პარტია "ქართულ ოცნებასთან" ერთად ხელისუფლებაში მოვიდა და მალევე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა.

გარდა ამისა, კალაძე ქვეყნის ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებს და ექსპერტების აზრით, საკმაოდ ნათელი პოლიტიკური მომავალი აქვს.

5. ჯანი რივერა (იტალია) 

ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ცოტა მოთამაშე არსებობს, რომელსაც ჯანი რივერაზე მეტი ჯილდო აქვს მოგებული.

ლეგენდარული იტალიელი, 1969 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. მანამდე კი, იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

საკლუბო დონეზე რივერას მიღწევების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. თუმცა ისიც არ გამოვა, 2-ჯერ მოგებული "ჩემპიონთა თასი" (მაშინდელი "ჩემპიონთა ლიგა", მოგეხსენებათ ტურნირის სახელი 1993 წელს შეიცვალა) არ ვახსენოთ.

იმ დროს, ბევრისგან განსხვავებით, კარიერის დასრულების შემდეგ, ჯანი რივერას სამწვრთნელო კარიერაზე არ უფიქრია.

მან პოლიტიკაში წასვლა ამჯობინა და სხვადასხვა დროს იტალიის პარლამენტის წევრი გახლდათ, ასევე რამდენიმე საპასუხისმგებლო თანამდებობაც ეკავა. 

4. ჟორჟ ვეა (ლიბერია)

ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი და ამ კონტინენტის ერთადერთი წარმომადგენელი, ვინც "ოქროს ბურთის" მოპოვება შეძლო - ეს 1995 წელს მოხდა.

ჟორჟ ვეამ კარიერის საუკეთესო წლები "მილანის" რიგებში გაატარა, რომელთან ერთადაც 2-ჯერ იტალიის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

საერთო ჯამში კი, "როსონერის" მაისურით სერია ა-ში 114 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 46-ჯერ აიღო.

ვეამ 2005 წელს თავისი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ...

"მილანის" ყოფილი თავდამსხმელი პოლიტიკაში დღესაც აქტიურად არის ჩართული და მისგან სამომავლოდ მნიშვნელოვან აქტივობებს კვლავ ელიან.

3. რომარიო (ბრაზილია)

როგორც "ფეხბურთის მეფე" პელეს, რომარიოსაც კარიერაში 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 55 ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით.

იგი 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია და 1999 წელს "ფიფამ" მე-20 საუკუნის 50 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა.

კარიერის დასრულების შემდეგ, რომარიომ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა და ამ მხრივ საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწია.

ფეხბურთელმა 2010 წლის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

უნდა ითქვას, რომ იგი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ბრაზილიაში ჩატარების წინააღმდეგი იყო, მიზეზად კი, ქვეყანაში არსებულ კრიზისსა და შიმშილის ზღვარზე მყოფ მილიონობით ადამიანს ასახელებდა.

აქტიურად ებრძვის ქვეყანაში არსებულ კორუფციას და როგორც პოლიტიკოსი, უდიდესი პოპულარობითა და ავტორიტეტით სარგებლობს.

2. ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)

 

"მილანის" ლეგენდარული თავდამსხმელი და უდიდესი ბომბარდირი, რომელიც კლუბს არაერთი ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

შევჩენკო 2004 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა და ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ჩაწერა.

იგი უამრავი რეკორდისა და პირადი ჯილდოს მფლობელია.

მიუხედავად ყველაფრისა, ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, კარიერის დასრულების შემდეგ, პოლიტიკაში წავიდა და უკრაინის ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანდა.

2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, "შევა" კვლავ ფეხბურთს დაუბრუნდა და სამწვრთნელო ლიცენზია აიღო.

დღეს იგი უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

1. პელე (ბრაზილია)

ბევრის აზრით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.

მას მსოფლიოს ჩემპიონატი 3-ჯერ აქვს მოგებული. ხოლო კარიერის მანძილზე გატანილი 1281 გოლით, გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ საქმიანობას, ის უკვე მრავალი წელია გრძელდება.

პელეს მთავარი მიზანი, ბრაზილიაში არსებული უმწვავესი კორუფციის მოსპობაა, თუმცა ჯერჯერობით, ამ მხრივ ლეგენდარული ფეხბურთელის მცდელობებს შედეგი ნაკლებად მოაქვს. 

 

გიგა კაკალაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბა ზაფხულში 89 მილიონ ფუნტად იყიდა, თუმცა ფრანგი ინგლისურ კლუბს ვერ მოერგო და სეზონის ბოლოს შესაძლოა გუნდის ...

მოჰამედ სალაჰი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. გამოკითხვა ფეხბურთელთა შორის ჩატარდა და ეგვიპტელმა კე...

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში, ჩემპიონატის ლიდერი „იუვენტუსი“ მე-2 ადგილოსან „ნაპოლის“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და 0:1 წა...

ლატვიის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში ''რიგასმა'' სტუმრად 6:0 გაანადგურა ''ვალმიერა.'' გამარჯვებულთაგან ბექა ვაჩიბერაძემ დუბლი შეასრულა.  ქართვ...

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ''საბურთალომ'' ''მიხეილ მესხზე'' 2:0 დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის ''ტორპედო.'' ''...

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 35-ე ტურში ''ბრაგა ბ''-სა და ''ვიზეუს'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ''ვიზეუს'' სასტარტო შემადგენლობაში ავთო ებრალიძე მოხვდა,...

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ, თავისი გუნდის გაჩემპიონების შემდეგ პრესასთან ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა ჟურალისტებისა და ქომაგთა ნაწილ...

დანიის სუპერლიგის 28-ე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ''რანდერსმა'' შინ 3:0 დაამარცხა ''სიონერიუსკი.'' საბამ პირველ ტ...

შვეიცარიის სუპერლიგის 31-ე ტურში ''ლუცერნმა'' შინ 2:1 დაამარცხა ''ციურიხი.'' გამარჯვებულთა მაისურით 81-ე წუთზე ვაკო გვილია ჩაერთო თამაშში. საქართველოს...

მსოფლიო ჩემპიონატი სულ უფრო ახლოვდება და გულშემატკივარიც ნელ-ნელა მასზე ფიქრს იწყებს. პირველ რიგში რა თქმა უნდა, წინა მუნდიალი უნდა გავიხსენოთ და განს...

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები კარსაა მომდგარი და ქომაგების უმრავლესობა რა თქმა უნდა, "ბაიერნისა" და "რეალის" მატჩს ელოდება. გუნდები წინასამატჩოდ გან...

ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში ''ყიზილჟარისა'' და ''ატირაუს''  შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 24-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს....

უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ არსენ ვენგერი სეზონის ბოლოს ლონდონის "არსენალს" დატოვებს და მისი 22 წლიანი ერაც დასრულდება. ამ ეტაპზე ყველას აინტერესებ...

პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში გდინიას ''არკა'' სტუმრად აუტსაიდერ ''სენდეციას'' შეხვდება. ''არკას'' შემადგენლობაში  ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზ...

რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში ''ანჟი'' შინ 0:1 დამარცხდა ''ურალთან.'' მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი მეკარე გიორგი ლორია მოხვდა. საქარ...

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ბოლნისის ''სიონი'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე 1:2 დამარცხდა თბილისის ''დინამო...

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მორიგ ტურში გორის ''დილასა'' და ''რუსთავის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ალვინ ფორტისი - 7 მატჩში 3...

კრიშტიანო რონალდუსა და მადრიდის "რეალს" შორის მოლაპარაკებები დასასრულისკენ მიდის. როგორც ჩანს, პოზიციები ორივე მხარემ დათმო და მალე ახალი ხელშეკრულება...

რეკომენდებული სიახლეები
აშშ-ში მოღვაწე 27 წლის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, გამთენიისას UFC-ში ამერიკელ რიკი საიმონთან ბრძოლა გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით ტე...
22.04.2018
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 42 წლის ასაკში გამორჩეული ქართველი მოჭადრაკე, ნინო ხურციძე გარდაიცვალა. იგი ბო...
23.04.2018
ამირ ხანი რინგს დაუბრუნდა! ბრიტანელმა მოკრივემ, რომელმაც ბოლოს თითქმის 2 წლის წინ იჩხუბა, ლივერპულში კანადელი მებრძოლი, ფილ ლო გრეკო 39 წამში დაამარცხ...
23.04.2018
დანიის სუპერლიგის 28-ე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ''რანდერსმა'' შინ 3:0 დაამარცხა ''სიონერიუსკი.'' საბამ პირველ ტ...
22.04.2018
მსოფლიო ჩემპიონატი სულ უფრო ახლოვდება და გულშემატკივარიც ნელ-ნელა მასზე ფიქრს იწყებს. პირველ რიგში რა თქმა უნდა, წინა მუნდიალი უნდა გავიხსენოთ და განს...
22.04.2018
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები კარსაა მომდგარი და ქომაგების უმრავლესობა რა თქმა უნდა, "ბაიერნისა" და "რეალის" მატჩს ელოდება. გუნდები წინასამატჩოდ გან...
22.04.2018
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ, თავისი გუნდის გაჩემპიონების შემდეგ პრესასთან ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა ჟურალისტებისა და ქომაგთა ნაწილ...
22.04.2018
უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ არსენ ვენგერი სეზონის ბოლოს ლონდონის "არსენალს" დატოვებს და მისი 22 წლიანი ერაც დასრულდება. ამ ეტაპზე ყველას აინტერესებ...
22.04.2018
ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში ''ყიზილჟარისა'' და ''ატირაუს''  შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 24-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს....
22.04.2018
შვეიცარიის სუპერლიგის 31-ე ტურში ''ლუცერნმა'' შინ 2:1 დაამარცხა ''ციურიხი.'' გამარჯვებულთა მაისურით 81-ე წუთზე ვაკო გვილია ჩაერთო თამაშში. საქართველოს...
22.04.2018
რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში ''ანჟი'' შინ 0:1 დამარცხდა ''ურალთან.'' მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი მეკარე გიორგი ლორია მოხვდა. საქარ...
22.04.2018
უკანასკნელი სიახლეები