ტრაგიკული ავარიის შემდეგ, მორაგბე გიორგი ლომინაძის მეუღლე ფეხზე დადგა
Aa
Aa
8 ნოემბერი 2016  |  16:43

ტრაგიკული ავარიის შემდეგ, მორაგბე გიორგი ლომინაძის მეუღლე ფეხზე დადგა

მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე ნუცა გუნცაძე 21 ივლისის ტრაგიკული ავარიის შემდეგ, მკურნალობის ხანგრძლივ კურსს თურქეთში გადიოდნენ, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, სრულ რეაბილიტაციამდე კიდევ ბევრი ეტაპის გავლაა საჭირო. წყვილი უკვე საქართველოშია და მკურნალობის კურსს აქ აგრძელებს. 

ცოტა ხნის წინ, ნუცამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის მარტო, ფეხზე მდგომია ასახული! ნუცა მძიმე ავარიის შემდეგ პირველად დგას დამოუკიდებლად ფეხზე.

სასიხარულო ამბავს მისი ფეისბუქმეგობრები აღფრთოვანებით შეხვდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ნუცა არაჩვეულებრივად გამოიყურება და მას საბოლოო გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

 

 

ჩვენ კი გვინდა, crystalsport.ge-ს რედაქციის სახელით, გიორგისა და ნუცას სრულად გამოჯანმრთელება ვუსურვოთ! 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები