რეგისტრაცია
"არსენალი" ობამეიანგის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს იხდიდა!

იტალიელი საფეხბურთო აგენტის, ვინჩენცო მორაბიტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიას" გაბონელი შემტევი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ლონდონის "არსენალში" გადასვლასთან საკმაოდ ახლოს იყო.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში გაბონელმა თავდამსხმელმა 39 გოლის გატანა შეძლო და არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. ობამეიანგს ყველაზე ხშირად მადრიდის "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა "სამეფო გუნდმა" ტურინის "იუვენტუსიდან" ალვარო მორატას გამოსყიდვა ამჯობინა.

ამჯერად კი ირკვევა, რომ საქმეში ლონდონის "არსენალიც" იყო ჩართული და მისი მესვეურები, ფეხბურთელის დამატების ვარიანტს საკმაოდ სერიოზულად განიხილავდნენ. როგორც ვინჩენცო მორაბიტო ამბობს, "არისტოკრატებმა", ობამეიანგის სანაცვლოდ დორტმუნდის "ბორუსიას" 80 მილიონი გირვანქა სტერლინგიც (90 მილიონი ევრო) კი შესთავაზეს, რაზეც გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა დაფიქრდა. საბოლოოდ კი კლუბმა თავდამსხმელის გაშვებაზე, მაინც უარი განაცხადა.


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
სერია-ა
ლიგა 1