სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "რეალის" დამარცხება საუკეთესო წამალია

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცი, დიეგო სიმეონე, "ლა ლიგის" გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. დაჯილდოების შემდეგ კი, არგენტინელმა სპეციალისტმა, საკუთარი გუნდის ბოლოდროინდელ წარუმატებლობებზე ისაუბრა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა მომდევნო ტურში მადრიდის "რეალის" დამარცხება მისი გუნდისთვის ერთგვარი კომპენსაცია, სიმეონემ შემდეგი პასუხი გასცა:

"რეალის" დამარცხება" - ეს საუკეთესო წამალია. "სევილიასა" და "სოსიედადთან" წაგებას მხოლოდ ეს თუ დაგვავიწყებს. ამის გაკეთება ურთულესი იქნება, თუმცა მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება და მოსამზადებლად ბევრი დრო გვაქვს. ურთულესი შრომა მოგვიწევს. ვარჯიშზე თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს და სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ. როდესაც ყველაფერს სწორად აკეთებ და ბოლომდე იხარჯები, შედეგი სწორედ მაშინ მოდის" - განაცხადა დიეგო სიმეონემ

შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი 19 ნოემბერს "ატლეტიკოს" მოედანზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები