ბალოტელის მორიგი ამბიციური განცხადება..
Aa
Aa

ბალოტელის მორიგი ამბიციური განცხადება..

ფრანგული "ნიცას" თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი თვლის, რომ მის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

"ნიცა, ეს შესანიშნავი გუნდია, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. რაც მთავარია, ლუსიენ ფავრი თამაშს ერთ ფეხბურთლზე არ აწყობს და იმ მომენტშიც კი, როდესაც მოედანზე არ ვარ, ჩემი თანაგუნდელები მაინც ბრწყინვალედ მოქმედებენ. ვამაყობ, რომ მე-12 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე ვიმყოფებით, თუმცა ეს ჩემთვის საკმარისი ნამდვილად არ არის. მე მსურს მივიღო ბევრად მეტი. არ შეიძლება "პარი სენ ჟერმენის" დომინირება ამდენი წელი გაგრძელდეს. ვიცი, რომ ჩემპიონატის მოგება ურთულესი იქნება, თუმცა მჯერა, რომ "ნიცას" ამის გაკეთება შეუძლია. მე ამისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ" - განაცხადა მარიო ბალოტელიმ.

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში "ნიცა" 29 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება და უახლოეს მდევრებს, "მონაკოსა" და "პარი სენ ჟერმენს" 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები