ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ინტერის" ახალი მწვრთნელი ცნობილია!

მილანის "ინტერის" ოფიციალური საიტის ცნობით, სტეფანო პიოლისა და "ნერაძურის" ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება მიღწეულია და იტალიელი სპეციალისტი გუნდს უახლოეს დღეებში ჩაიბარებს. 

football-italia წერს, რომ მხარეები ერთმანეთს გუშინ ღამით შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აქედანვე ცნობილია, რომ პიოლის ასისტენტად "ინტერის" ყოფილი მოთამაშე ვალტერ სამუელი იმუშავებს. 

როგორც ირკვევა, 51 წლის სპეციალისტი "ინტერთან" 18 თვიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო ხელფასის სახით წელიწადში 1.3 მილიონ ევროს მიიღებს. 

პიოლის აქამდე სერია ა-ს რამდენიმე კლუბში უმუშავია, რომელთაგანაც გამოსარჩევი "კიევო", "პალერმო" და "ბოლონიაა".

2014 წლიდან კი, "ლაციოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა და გუნდს გასულ სეზონში "ჩემპიონთა ლიგის" ფლეი-ოფის საგზურიც მოაპოვებინა, თუმცა "ლევერკუზენთან" მარცხის გამო, ჯგუფურ ეტაპზე ვერ გაიყვანა. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები