მარკინიოსი ნეიმარს
Aa
Aa

მარკინიოსი ნეიმარს "პსჟ"-ში ეპატიჟება

ფრანგული პრესის ცნობით, "პსჟ"-ს ბრაზილიელმა მცველმა მარკინიოსმა, ნეიმარის თავის გუნდში ხილვის სურვილი გამოთქვა. 

"კითხვაზე თუ რომელ სუპერვარსკვლავს ვიხილავდი "პსჟ"-ში, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ ნეიმარს. არამარტო იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია. "ნეი" ბრწყინვალე ფეხბურთელია და მოედანზე დიდი სამუშაოს გაწევა შეუძლია, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა და ჩემი აზრით, ჩვენ გუნდს ძალიან გამოადგებოდა".

"გარდა ამისა, ბრაზილიის ნაკრებისთვისაც უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. ამასთანავე ახალგაზრდაა და განვითარება კიდევ შეუძლია". - განაცხადა მარკინიოსმა. 

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები