იბრა პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა
Aa
Aa

იბრა პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მე-11 ტურში "სუონსი" 1:3 დაამარცხა, ეს მატჩი კი, ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. "წითელი ეშმაკებიდან" გოლები პოგბამ და იბრაჰიმოვიჩმა (2) გაიტანეს. მასპინძლებიდან თავი მაიკ ვან დე ჰორნმა გამოიჩინა.

საგულისხმოა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამ შეხვედრაში კარიერის მე-400, ხოლო პრემიერ ლიგის ისტორიაში 25 000-ე გოლი გაიტანა. მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ძალიან დაბნეული ვიყავი, როცა რიცხვის 25 000-ის შესახებ გავიგე. უცებ, მეგონა, რომ პრემიერ ლიგაში ამ რაოდენობს გოლი გავიტანე." - იხუმრა შვედმა.

"დერბის შემდეგ არ გამიტანია. მიუხადეავად ამისა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი შესაძლებლობების მჯეროდა და მომავალს იმედით ვუყურებდი. როცა შენით ქმნი ისეთ მომენტებს, როგორიც მე შევქმენი, გოლის გატანა აღარაა რთული. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ, როგორც იქნა, მოვიგეთ!" - განაცადა "იბრამ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები