Aa
Aa

"ჩელსიმ" ფაბრეგასის შემცვლელი იპოვა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი, მოახლოებული ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდს დატოვებს. "არისტოკრატთა" ხელმძღვანელობა კი მისი შემცვლელის ძიებას უკვე შუდგა.

როგორც "Daily Mail" იუწყება, ლონდონელთა ინტერესის სფეროში "პარი სენ ჟერმენის" არგენტინელი შემტევი, ხავიერ პასტორე და მილანის "ინტერის" ნახევარმცველი, მარსელო ბროზოვიჩი მოექცნენ.

რაც შეეხება 29 წლის ფაბრეგასს, ის დიდი ალბათობით, კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები