ენდი მარეი მსოფლიოს პირველი ჩოგანია
Aa
Aa

ენდი მარეი მსოფლიოს პირველი ჩოგანია

2014 წლის 7 ივლისიდან მოყოლებული, ნოვაკ ჯოკოვიჩი 122 კვირის განმავლობაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო. ივნისში, სერბმა როლან გაროსი მოიგო და კარიერული სლემი გაიფორმა. 

იმ მომენტში, კლასიფიკაციაში უახლოეს მდევართან, ენდი მარეისთან უპირატესობამ რვა ათასი ქულა შეადგინა, რაც ATP-ის ისტორიაში რეკორდი იყო. თითქოს, ნოვაკის ლიდერობა დიდი ხანი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა...

და აი დღეიდან ენდი მარეი ოფიციალურად გახდა მამაკაცთა პროფესიული ტურის რიგით 26-ე ლიდერი. ის პირველი ბრიტანელია, ვინც ამგვარ აღაიარებას ერთეულთა თანრიგში მიაღწია. წლევანდელ სეზონამდე ბრიტანეთს არც წყვილებში ჰყოლია პირველი ნომერი და ნავსი ენდის უმცროსმა ძმამ ჯეიმიმ გატეხა. ასე რომ, 2016 წელი ჩოგბურთში მარეებისა იყო.

თუმცა, მარეის ზეიმის დროს არ აქვს. ის ბევრით არ უსწრებს ჯოკოვიჩს და იმისთვის, რომ წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულოს, ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე წარმატებით გამოსვლა სჭირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები