ლევანდოვსკი:
Aa
Aa

ლევანდოვსკი: "ჩვენი მიზანი მხოლოდ პირველი ადგილია"!

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა რობერტ ლევანდოვსკიმ, "პსვ"-სთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ჯგუფში მხოლოდ პირველი ადგილის დაკავებაზე ვფიქრობთ. საამისოდ კი, საჭიროა კიდევ ერთი რთული გასვლითი მატჩი მოვიგოთ როსტოვში, სადაც ადგილობრივი გუნდი ძლიერად თამაშობს, ამას ემატება მომქანცველი მგზავრობა და არ მგონია იოლი თამაში გველოდეს. ბოლო ტურში მიუნხენში "ატლეტიკოს" მივიღებთ. ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრების შემდეგ, "ბაიერნი" პირველ ადგილზე იქნება". - განაცხადა პოლონელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი "რეკორდმაისტერმა" სწორედ ლევანდოვსკის დუბლით 2:1 მოიგო. მან პირველი გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები