Aa
Aa

"იუვენტუსსა" და "იუნაიტედს" პეპეს დამატება სურთ

ინგლისური გამოცემის The Sun-ის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მცველის, პეპეს გადაბირებას ეცდება. 

ტრანსფერის ინიციატორი "მანკუნიანელთა" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა, რომელსაც წყალი უკვე ისე შეუდგა, რომ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე ვერც მიატანოს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს "წითელი ეშმაკების" ქომაგებმა "განსაკუთრების წინააღმდეგ მიმართული აქცია გამართეს და მისი პოსტიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

რაც შეეხება 33 წლის პეპეს, მისი ხელში ჩაგდება კიდევ ერთ ევროპულ გრანდს, ტურინის "იუვენტუსს" სწადია. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები