ბასილაშვილი ასეულთან ერთ ნაბიჯშია
Aa
Aa

ბასილაშვილი ასეულთან ერთ ნაბიჯშია

24 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიო რეიტინგში 6 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 101-ე პოზიციას იკავებს. 

31 ოქტომბრის მონაცემებით, ბასილაშვილის აქტვიში 610 სარეიტინგო ქულაა და მე-100 ადგილზე მყოფ იაპონელ ტარო დანიელს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ 98-ე ნომერ სანტიაგო ხირალდოსთან ქართველს სულ 3 ქულა აშორებს. 

თუმცა საწყენია, რომ ჩვენმა თანამემამულემ გუშინ პარიზის "მასტერსის" კვალიფიკაციის ბოლო ეტაპი ვერ დაძლია და ამ კვირაში ქულების დაგროვების შანსი აღარ ექნება. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები