Gazzetta dello Sport: პერესს გალიანის
Aa
Aa

Gazzetta dello Sport: პერესს გალიანის "რეალში" მიყვანა სურს!

იტალიური გამოცემის Gazzetta dello Sport-ის კულუარული ინფორმაციით, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი შესაძლოა სულ მალე მადრიდის "რეალში" ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნოს. 

აღნიშნულის მოსურნე "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია, რომელიც მიიჩნევს, რომ გალიანის გამოცდილება მის გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს. 

წყაროს თქმით ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა თუ პერესის სურვილსა და მის ავტორიტეტს გავითვალისწინებთ, იტალიელის მადრიდში გადაბარგების შანსი მართლაც დიდი უნდა იყოს. 

შეგახსენებთ, რომ 72 წლის გალიანი "მილანში" სილვიო ბერლუსკონისთან ერთად, 1986 წელს მივიდა, მაშინც როცა გუნდი ძალიან ცუდ დღეში გახლდათ.

თანდათანობით კი, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და შემდეგში "როსონერი" მისი ხელმძღვანელობით 8-ჯერ სერია ა-ს, 6-ჯერ იტალიის სუპერთასის, 5-ჯერ "ჩემპიონთა ლიგის", 5-ჯერ "უეფას" სუპერთასის, 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისა და ერთხელ იტალიის თასის გამარჯვებული გახდა. 

 

მომზადებულია Gazzetta.it-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები