WTA Singapore 2016 - ციბულკოვამ სინგაპური აიღო
Aa
Aa

WTA Singapore 2016 - ციბულკოვამ სინგაპური აიღო

სლოვაკმა ჩოგბურთელმა დომინიკა ციბულკოვამ სინგაპურში მიმდინარე ქალთა შემაჯამებელ ტურნირზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

ფინალურ შეხვედრაში 27 წლის სლოვაკის მსხვერპლი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, გერმანელი ანგელიკ კერბერი გახდა.

ციბულკოვას უპირატესობა აშკარა იყო, ის მატჩის მიმდინარეობას მთლიანად აკონტროლებდა, რამაც დამსახურებულ გამარჯვებამდეც მიიყვანა - 6:3 6:4.

აღსანიშნავია, რომ მან საკუთარ მოწოდება ერთადერთხელ დათმო, ხოლო წერტილი მეოთხე "მატჩ ბოლისას" დასვა. 

ციბულკოვამ, რომელიც ქვეჯგუფიდან ერთადერთი გამარჯვების წყალობით გავიდა, შემაჯამებელი ტურნირი პირველად მოიგო. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ წელსაც ტურნირის გამარჯვებულმა, აგნეშკა რადვანსკამ, ჯგუფიდან ერთი მოგებით გააღწია და გათამაშება ტრიუმფით დაასრულა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები