დიეგო გოდინი:
Aa
Aa

დიეგო გოდინი: "სუარესი მსოფლიოში საუკეთესოა"!

მადრიდის "ატლეტიკოს" დაცვის ბურჯმა დიეგო გოდინმა, თავისი თანამემამულის, ლუის სუარესის შესახებ გააკეთა კომენტარი და მისი დადებითი თვისებები გამოყო. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ხანია ერთად მოვდივართ და ცოტა მიჭირს შეფასება, მაინც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სუარესი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია".

"ის ძალიან ჭკვიანი და მოხერხებულია, თამაშს შესანიშნავად კითხულობს და მოედანზე ძალიან ბევრს და სწორად გადაადგილდება. მცველისთვის კი, ასეთი თავდამსხმელის შეჩერება ურთულესი მისიაა". - განაცხადა ESPN-თან საუბრისას 30 წლის გოდინმა. 

 

მომზადებულია football-espana.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები