ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს 1/8 ფინალში გამოეთიშა
Aa
Aa

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს 1/8 ფინალში გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე "ERSTE BANK OPEN 500"-ის 1/8 ფინალში, მსოფლიოს 63-ე ჩოგანთან, რუს კარენ ხაჩანოვთან დამარცხდა.

მატჩის პირველ სეტში 20 წლის ხაჩანოვის უპირატესობა აშკარა იყო. კარგად მუშაობდა მისი ჩაწოდება, რამაც განაპირობა, რომ ქართველმა ბრეიკი ვერ შეასრულა, ხოლო თავისი 2 მოწოდების წაგებით, სეტიც 2:6-ზე დათმო.

აბსოლუტურად საპირისპირო სურათით დაიწყო მეორე სეტი, რომელშიც ქართველი 5:2 დაწინაურდა და საკუთარ ჩაწოდებაზე "სეტ პოინტიც" ჰქონდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, რასაც შეცდომათა კასკადი და ზედიზედ 5 გეიმის წაგება მოჰყვა, საბოლოოდ - 2:6 5:7.

ბასილაშვილმა ამ ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც მომავალი კვირიდან მსოფლიო კლასიფიკაციაში, მცირედი წინსვლის საშუალებას მისცემს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები