ნედვედი:
Aa
Aa

ნედვედი: "იგუაინი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია"!

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული პაველ ნედვედი, რომელიც ამჟამად "ვეკია სინიორას" ვიცე-პრეზიდენტია, გონსალო იგუაინის შესახებ საუბრობს. 

"მარტივი არაა ახალ გუნდში გადახვიდე და თავიდანვე ყველაფერი იდეალურად აეწყოს. არაერთი მაგალითია, როცა დიდი ფეხბურთელები, ტრანსფერის შემდეგ, სათანადოდ ვეღარ ირჯებოდნენ. თუმცა ამის საშიშორებას იგუაინის შემთხვევაში ვერ ვხედავ". 

"ძალიან ბედნიერი ვარ მისი "იუვეში" გადმოსვლით, რადგან მიმაჩია, რომ "პიპიტა" მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. შესაბამისად, ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და სხვა საკითხებზე სპეკულირება, უბრალოდ ზედმეტია". - განუცხადა Tuttosport-ს ნედვედმა, რომელიც რა მიხვედრა უნდა და, "სხვა საკითხებში" იგუაინში გადახდილ 94 მილიონ ევროს გულისხმობდა. 

28 წლის არგენტინელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 6 გოლი შეაგდო, გარდა ამისა "ჩემპიონთა ლიგის" მატჩში ზაგრების "დინამოს" კარი აიღო. ეს ყველაფერი კი, 12 ჩატარებულ შეხვედრაში მოხერხდა.

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები