WTA Singapore 2016 - კიზის პირველი გამარჯვება შემაჯამებელზე
Aa
Aa

WTA Singapore 2016 - კიზის პირველი გამარჯვება შემაჯამებელზე

სინგაპურში მიმდინარე ქალთა შემაჯამებელ ტურნირზე, "წითელ ჯგუფში" მეორე ტურის მატჩები შედგა. 

შემაჯამებელზე პირველი გამარჯვება მოიპოვა 21 წლის ამერიკელმა მედისონ კიზმა, რომელმაც სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა, პრობლემების გარეშე, 6:1 6:4 დაამარცხა. 

ბრძოლა არც მეორე შეხვედრაში ყოფილა და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ანგელიკ კერბერმა, სიმონა ჰალეპი დატოვა უსაქმოდ - 6:4 6:2.

შედეგად, ორი ტურის თავზე, კერბერს 2 გამარჯვება და სეტების შეფარდება 4:1-თან აქვს, რაც ნიშნავს, რომ თუკი გერმანელი ბოლო ტურში მედისონ კიზს ერთ სეტს მაინც მოუგებს, შემდეგ ეტაპზე ავტომატურად გავა. 

ჰალეპსა და კიზს 1-1 გამარჯვება და მოგებულ-წაგებული სეტები 2:2-თან აქვთ. ასე რომ, ბოლო ტურში ჰალეპს ჯგუფის დასაძლევად, ციბულკოვას დამარცხება მართებს. 

საინტერესოა ისიც, რომ ჰალეპისა და კიზის მოგების შემთხვევაში 3 ჩოგბურთელი ერთნაირი რაოდენობის გამარჯვებებს დააგროვებს და ამ სამეულს შორის, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგების დათვლა გახდება საჭირო. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები